მართვის მოწმობები მოპედების მძღოლებისთვის

06 მაისი 2021, 14:52 1329 ნახვა

პარლამენტში მცირე სიმძლავრის ტრანსპორტის, სკუტერებისა და მოპედების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტი შედის, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდება მართვის მოწმობების აღებაც.  კანონპროექტის ერთ-ერთი ინციატორი,  "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი აცხადებს,  რომ სკუტერებისა და მოპედების რაოდენობა საქართველოში მომრავლდა და მისი გამოყენების საჭიროება არსებული საცობების ფონზე  კიდევ უფრო იზრდება. თუმცა მისივე თქმით,  ხშირია ამ სატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო წესების დარღვევებიც.  მართვის მოწმობის მისაღებად მსურველებს მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი