საქართველოში „ინდური შტამი“ არ დაფიქსირებულა - ხათუნა ზახაშვილი

06 მაისი 2021, 11:21 940 ნახვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

მისივე განმარტებით, საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობდა, თუმცა შტამი არ დადასტურდა.

„საქართველოში ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენთან ზედამხედველობა არის ყველა ისეთ შემთხვევაზე, სადაც შესაძლოა,  იყოს ახალი შტამის გამოჩენა. კვლევაში გვქონდა  შემთხვევა და ვადასტურებთ, რომ არ იყო ე.წ. ინდური შტამი“-განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში