მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობა სავალდებულო უნდა გახდეს - ეს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაა. მოპედებს სანომრე ნიშნები არ აქვს, შესაბამისად მათ გადაადგილებას სათვალთვალო კამერებით ვერ აფიქსირებენ.
დაიწყება რეგისტრაცია, მართვის მოწმობის კატეგორიები კი სატრანსპორტო საშუალების კუბატორის მიხედვით განისაზღვრება.
როგორ აფასებენ ინიციატივას მოპედების მძღოლები?