დიდი შვიდეულის სამიტის ორ წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა

05 მაისი 2021, 17:09 1454 ნახვა

ლონდონში დიდი შვიდეულის სამიტზე მყოფ ინდოეთის დელეგაციის ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით,  დიდ ბრიტანეთში ჩასული ინდოელი დიპლომატები გამონაკლისის სახით კარანტინში არ გადაუყვანიათ,  თუმცა  კორონავირუსზე ყოველდღე იტესტებოდნენ.

დელეგაციის ხელმძღვანელი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი შვიდეულის სამიტში მონაწილეობას ვირტუალურად განაგრძობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი