პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტების განხილვა უნდა გააგრძელოს - კარლ ჰარცელი

05 მაისი 2021, 17:49 1072 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სამომავლო გეგმები განიხილეს და კარლ ჰარცელმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, 19 აპრილის შეთანხმებაზეც იმსჯელეს.

"როგორც ვიცით, ახლა პარლამენტში  ამნისტიის შესახებ ორი პროექტია, რომელიც უნდა განიხილონ. ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პარლამენტში მიმდინარე მსჯელობა გაგრძელდეს.

ეს საკითხი 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია, თუმცა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში მუშაობის შედეგად მაქსიმალური მოძრაობა იყოს საერთო აზრის მიმართულებით იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება პროცესის წინ წაწევა რაც შეიძლება სწრაფად"-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კითხვაზე, არის თუ არა ევროკავშირი მზად,  გადაიხადოს გირაოს თანხა, ელჩმა უპასუხა, რომ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ეს საკითხები ამჟამად განიხილება და ვნახავთ, როგორ განვითარდება მომდევნო დღეებში იმის გათვალისწინებით, რომ უნდა გადავლახოთ შეთანხმების განხორციელების პირველი დაბრკოლებები, რაც შეთანხმებაში გაწერილ უფრო მნიშვნელოვან რეფორმებამდე მიგვიყვანს“, – განმარტა ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი