ხვალ, 5 მაისიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია 20:00 საათიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ პორტალზე: booking.moh.gov.ge, ან უნდა დარეკოთ შემდეგ ნომერზე 15 22.
მეორე დოზის გასაკეთებლად, რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.
აცრის ჩატარება შესაძლებელი იქნება 10 მაისიდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჩაიტარა.