აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წელს დევნილების მიღების ლიმიტი 63 თასამდე გაზარდა. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს კვოტა ისტორიულ მინიმუმამდე - 15 ათასამდე შეამცირა. დოკუმენტის თანახმად, ლტოლვილთა მიღების ახალი ლიმიტი შეერთებულ შტატებს ხელს შეუწყობს მომდევნო ფისკალური წლისთვის 125 ათასი დევნილი მიიღოს. ტრამპის ადმინისტრაციის დროს დევნილების მიღების კვოტა განახევრდა, 30 ათასიდან ის ჯერ 18 ათასზე, შემდეგ კი 15 ათასზე ჩამოვიდა.