„სინოფარმზე“ ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის თანახმად ვაქცინამ 78.1%-იანი ეფექტურობა აჩვენა-ჯანმო

04 მაისი 2021, 09:47 2018 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური კომპანია „სინოფარმისა“და „სინოვაკის“ ვაქცინების ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის თანახმად, რომელშიც 13 765-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, "სინოფარმის" ვაქცინამ 78. 1%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, ცდების დროს „სინოფრამის“ ვაქცინას მწვავე ალერგიული რეაქცია (მათ შორის ანაფილაქსიური შოკი) არ გამოუწვევია.

კვლევისას გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო - ტკივილი აცრის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა.

ექსპერტთა ჯგუფის წევრები დარმწუნებულები არიან, რომ 18-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში,„სინოფარმის“ ვაქცინის ორი დოზა ეფექტურად ახდენს COVID-19-ის პრევენციას და სერიოზული გვერდითი მოვლენების ალბათობა დაბალია.

60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში და სერიოზული ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტურობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ხარისხი დაბალია.

რაც შეეხება "სინოვაკის" ვაქცინას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვაქიცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ, სიმპტომატური COVID-19-ის პრევენცია საშუალოდ პაციენტების 67%-ში ხდება, ჰოსპიტალიზაციის რისკი შემცირებულია 85%-ით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის საფრთხე 89%-ითაა შემცირებული, ხოლო სიკვდლიანობა 80%-ით.

სინოფარმის“ გამოყენება 45 ქვეყანაშია ავტორიზებული და დღემდე მსოფლიოში მისი 65 მილიონი დოზა გაკეთდა.

„სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებისთვის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი