ამირან გამყრელიძე სინოფარმის ვაქცინით აიცრა

04 მაისი 2021, 09:39 1164 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ამირან გამყრელიძემ ჩინური ვაქცინა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. 

"დღეიდან დაიწყო ვაქცინაცია, ჩინური წარმოების "სინოფარმის" ვაქცინით, ის აპრობირებულია ვაქცინაა 45 ქვეყანაში გამოიყენება და დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიით, რომელსაც თითოეული თქვენგანი მიჩვეული ხართ. ბევრს ამ ტექნოლოგიით ბავშვობისას გაკეთებული გაქვთ აცრები, ეს არის ე.წ ინაქტივირებული ვირუსზე დამყარებული ვაქცინა, რომლის 200 000 მილიონი დოზა არის ადმინისტრირებული ჩინეთსა და მთელს მსოფლიოში.

სიმბოლურია, რომ მე აცრა ჩავიტარე ჩემს ალმა-მატერში, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ექიმს, რომელიც აქ მუშაობს.  აქ გავატარე მე ჩემი ექიმობის 25 წელი. აცრებისა და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა გადის ჩვენს ქცევებზე, მაგრამ თუ ავიცრებით ორჯერ მოსახლეობის 60% ჩვენ გარე სივრცეებში ამ ნიღბებს მოვიხსნით" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისს "სინოფარმით“ ვაქცინაცია  30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება, ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 კლინიკა დაემატება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი