საქართველოში ,,სინოფარმით" ვაქცინაცია ხვალიდან დაიწყება 

03 მაისი 2021, 14:38 860 ნახვა

საქართველოში „სინოფარმით" სრულწლოვან მოქალაქეებს აცრის გაკეთება ხვალიდან შეეძლებათ.  ქვეყნის მასშტაბით, ჩინური ვაქცინის მისაღებად რეგისტრირებულია 15 000-ზე მეტი ადამიანი. 

''სინოფარმს'' ამ ეტაპზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა პოზიცია აქვს ჯანმოს. სხდომა უკვე გაიმართა და გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. 

27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინური ვაქცინა ,,სინოფარმზე'' რეგისტრაცია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის საფუძველი არა ერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა.

სპეციალისტების განმარტებით, „სინოფარმი“ ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული ვაქცინაა. ამ დროისთვის ის აღიარებულია 35 ქვეყანაში და გაცემულია 200 მილიონზე მეტი დოზა.

საქართველოში ''სინოფარმის'' 100 000 დოზა უკვე შემოიტანეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში