დღეს, 3 მაისს, ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კლინიკა ''ბიემსში'' 4 აპრილს შეიყვანეს.
უწყების ცნობით, ქალს ანამნეზში აღენიშნებოდა - ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა და პნევმონია.
პაციენტს მკურნალობა რეანიმაციის განყოფილებაში უტარდებოდა, სადაც თავის ტვინის ინფარქტი განუვითარდა.
''მიუხადავად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა'' - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
დღეს, აჭარაში კორონავირუსით სულ სამი პაციენტი გარდაიცვალა, ორი მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.