რამ გამოიწვია დიდ დიღომში წყალდიდობა?

01 მაისი 2021, 18:10 1258 ნახვა

თბილისში, დიდ დიღომში უხვმა  ნალექმა გუშინ პრობლემები შექმნა. დაიტბორა გზები, ტერიტორიაზე შეზღუდული იყო ავტომობილების გადაადგილება.ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დედაქალაქის მერის, განცხადებით, საბურთალოს რაიონში უხვმა ნალექმა ჩამოიტანა ნაგავი, რომელმაც სანიაღვრე სისტემას პრობლემა შეუქმნა. კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვისას აღნიშნა, რომ ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაო. დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი