ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩოჩხათსა და გრიგოლეთში ათეულობით საფლავი გაქურდეს.
ჩოჩხათში მსგავსი ფაქტი ბოლო თვეში რამდენჯერმე დაფიქსირდა. საფლავებიდან, ძირითადად, მოპარულია ალუმინისა და რკინის კონსტრუქციები.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევები სავარაუდოდ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.