მასწავლებლების კონკურსი

28 აპრილი 2021, 11:49 687 ნახვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსებს აცხადებს. მონაწილეობა შეუძლიათ  საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე  სამწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.  მსურველებისათვის ელექტრონული რეგისტრაცია 14 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დეტალური ინფორმაცია კონკურსების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში