ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
"მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომაც ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი - უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა.
ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის და მსახიობის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას"-წერს ირაკლი ღარიბაშვილი