ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მაღაროელების განცხადებით, ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება მათ მდგომარეობაზე ცუდად აისახება, რადგან ხელფასი უცვლელი რჩება.
პროფკავშირების წარმომადგენელმა გაფიცულებს კომპანიის შეთავაზება გააცნო, რაც ხელფასის 250 ლარით გაზრდას და დღესასწაულებზე დანამატს გულისხმობს.