იტალიის რკინიგზისა და საქალაქო ტრანსპორტის მუშაკებმა საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს. გაფიცულები ხელისუფლებისგან კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სწრაფი ვაქცინაციის უზრუნველყოფას მოითხოვენ. იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, საქალაქო ტრანსპორტის მუშაკთა დიდი ნაწილი სამუშაოს 4 საათით შეწყვეტს, ძირითადად საღამოს საათებში. რომში ავტობუსების, ტრამვაების, მეტროსა და ქალაქგარე ელექტრომატარებლების მუშაობა ადგილობრივი დროით საღამოს 20:30 წუთზე შეწყდება. იტალიის უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია აცხადებს, რომ მაღალსიჩქარიანი მატარებლების მოძრაობა გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება.