საქართველოში კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 729 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,42 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,55 პროცენტს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის – 3,75 პროცენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 751 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 187, პისიარტესტით – 14 564.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 301 535 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 284 286 გამოჯანმრთელდა, 3 992 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 34 897 პირი, დღიურად აცრილია –1 560.