ფემინისტური საჯარო პოლიტიკა და ახალგაზრდობა - ბათუმში ვორქშოფი გაიმართა

17 ივლისი 2024, 14:01 109 ნახვა

ფემინისტური საჯარო პოლიტიკა და ახალგაზრდობა - თემაზე ბათუმში ვორქშოფი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში  საჯარო ლექციების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფემინიზმის და პოლიტიკის ურთიერთმიმართების ასპექტებზე. ორგანიზატორების სათქმელი ეხებოდა ქალების უფრო დიდი  წარმომადგენლობის საჭიროებას საგარეო პოლიტიკაში, სამშვიდობო პროცესებსა და პროექტებში.

შეხვედრის თემები მოიცავდა ფემინიზმის ეროვნულ და რეგიონულ ანალიზს საჯარო პოლიტიკის კონტექსტშიც.

დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს ასევე ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე. საჯარო ლექციის ორგანიზატორი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები არიან.

მონაწილეობის უფლება დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის საშუალებით ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ სტუდენტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში