საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა. პატიმრების ოჯახის წევრები შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულ ერთ-ერთ პუნქტს, ამნისტიას ეხმაურებიან და ითხოვენ მათი ოჯახის წევრების გათავისუფლებასაც. მათ სურთ ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.