ევროკავშირის საჩუქარი შსს-ს

22 აპრილი 2021, 12:36 999 ნახვა

ევროკავშირმა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, ეფექტური გამოძიების ხელშესაწყობად, ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა. როგორც უწყებაში განმარტავენ სისტემა საშუალებას იძლევა, ნარკოტიკული საშუალებები გამოვლინდეს, ასევე ხანძრის შემთხვევები გამოიძიონ, მოხდეს გარემოსდაცვითი ანალიზი, ასაფეთქებელი საშუალებების დადგენა და უცნობი ნიმუშების იდენტიფიცირება. ამ სისტემის მეშვეობით, შსს შეძლებს კვლევის შედეგები ერთ საათზე ნაკლებ დროში მოამზადოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამინისტროს ტექნიკურ შესაძლებლობებს მაღალხარისხიანი და სწრაფი საექსპერტო გამოძიების უზრუნველყოფით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი