პიკი მოსალოდნელია აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში - გამყრელიძე

21 აპრილი 2021, 16:06 1522 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს, მაისის პირველ ორ კვირაში იქნება.

„იმატებს ყველა ინდიკატორი. 10 000 მოსახლეზე ბოლო ორი კვირის მანძილზე ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევები 82%-ით გაიზარდა.

ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. იცით, რომ დღეს დილით გვაქვს 4.3%, აპრილის განმავლობაში გვაქვს 3.18%, მარტში გვქონდა 1.6%, ანუ თითქმის გაორმაგებულია აპრილის ამ ოც დღეში. თებერვალში 2.4% გვქონდა და იანვარში – 7.5%. აღარ ვლაპარაკობ დეკემბერ-ნოემბერზე, სადაც ძალიან მაღალი იყო ეს მაჩვენებელი – 15% და 25%. მომატებულია ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი, გვაქვს 1.56%.

ყველა ეს მაჩვენებელი ლაპარაკობს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია ქვეყანაში და ალბათ მოსალოდნელია მისი კიდევ უფრო ზრდა. ჰელსმეტრიკის ანუ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებით, ჩვენ პიკში უნდა შევიდეთ სადღაც აპრილის ბოლოს, მაისის პირველი ორი კვირის განმავლობაში'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი