54 წლის ასაკში, პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. იგი ცნობილია თავისი პერფორმანსებით და ლექსებით: სამი წლის წინ მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო. ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში.
1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილსა და სხვებთან ერთად.
2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, საიდანაც გასულ წელს დაბრუნდა საქართველოში.