დაახლოებით ნახევარ საათში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. პარტიები, სავარაუდოდ, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
დაახლოებით 2 საათია კი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტია დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით პოზიციებს აჯერებს.
სხდომის დაწყებამდე გაკეთდა კომენტარები და ოპოზიციონერმა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ნიკა მელიას გათავისუფლება დოკუმენტის ხელმოწერამდე.