გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში შეხვედრებს განაგრძობს. დაგეგმილია 3 ლოკაციაზე მისვლა და 15 მაისის საპროტესტო აქციის შესახებ მოსახლეობის აზრის მოსმენა.
ლელო საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ პროტესტი დიდია, ამას მისი თქმით შეხვედრებიც აჩვენებს, თუმცა არიან ნიჰილისტურად განწყობილი მოქალაქეებიც.
სწორედ ამ განწყობების შესაცვლელად და ვითარებაში უკეთ გასარკვევად გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რეგიონებში, მათ შორის ბათუმში მეორე დღეა შეხვედრებს მართავენ. ლელო საქართველოსთვის წევრები დღეს ბულვარის დასაცავად გამართულ საპროტესტო აქციასაც შეუერთდებიან.