აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო - პოლიციამ აქტივისტები დააჯარიმა 

14 აპრილი 2021, 17:27 1187 ნახვა

"ჩვენ არ დავთმობთ ბულვარს" - აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. პოლიციამ ერთ-ერთი აქტივისტი დააჯარიმა.

ირმა ზოიძე ასფალტზე წარწერის "არ დავთმობთ ბულვარს" დატოვებას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. განუმარტეს, რომ მსგავს ქმედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა  და ჯარიმას ითვალისწინებს. 

პოლიციელის ამ განცხადებას სამოქალაქო აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტი და შეკამათება მოჰყვა.

მოგვიანებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმეს. სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ გზის სავალი ნაწილზე წარწერების გაკეთება აკრძალულია. 

აქციის მონაწილეები აქციაზე ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ირაკლი ჯინჭარაძე პოსტიდან გუშინ დაითხოვეს, რასაც წინ უძღოდა მისი საჯარო პროტესტი ბათუმის საკრებულოს 30 მარტის სხდომაზე. ის პლაჟის სასტუმროსთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის წინააღმდეგი იყო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი