ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლების შემდეგ საზოგადობრივი ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა განცხადება გაავრცელეს.
9 ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილ ტექსტში ნათქვამია, რომ ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან ბულვარის დასაცავად გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო გათავისუფლეს, რაც სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ბათუმის ბულვარის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით კრიტიკული მოსაზრების ჩახშობის ეს პირველი მცდელობა არაა და უკვე პრაქტიკად იქცა. ისინი ირაკლი ჯინჭარაძეს სოლიდარობას უცხადებენ და ბულვარის ყოფილი დირექტორის დასაცავად ხვალ აქციას გეგმავენ.
ხელმომწერ ორგანიზაციებს შორისაა საზოგადოება ბათომი, სამოქალაქო მოძრაობა დაიცავი ბათუმი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალი.