აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქციაზე წვრილმან ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით ექვსი მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო.
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან შეკრებილი დევნილები და აქტივისტები ხუთდღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვდნენ. მათ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრა სურდათ, რისი საშუალებაც არსებული ინფორმაციით, პოლიციამ არ მისცა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქციაზე შსს-ს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.