მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები რურუას ქუჩაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის, ფილების, ბორდიურისა და საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება.