კარვების დაშლის გადაწყვეტილების კანონიერებას სახალხო დამცველი დამატებით შეისწავლის

12 აპრილი 2021, 12:18 690 ნახვა

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან დაასაბუთოს, რატომ ვერ შეძლებენ აქტივისტები ნამახვანში კონკრეტულ ადგილას აქციის გამართვას, ან მისცეს მათ იქ შეკრების უფლება, სადაც სურთ. ომბუდსმენი აცხადებს, რომ შეისწავლის აქტივისტების კარვების დაშლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. ასევე ნინო ლომჯარია მოუწოდებს უწყებას, რომ საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია სოფელ ნამახვანთან მისასვლელი გზების გადაკეტვის მიზეზებისა და ხანგრძლივობის შესახებ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი