ქობულეთში N5 და N6 საჯარო სკოლები კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა N6 ბაღშიც

12 აპრილი 2021, 10:42 1069 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-5 საჯარო სკოლები კორონავირუსის გამო დროებით დაიკეტა, ასევე კოვიდ 19 გამო მე-6 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ორი კვირით შეჩერდა.

როგორც ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე ამბობს, სკოლებში კოვიდი მასწავლებელს და მოსწავლეებს დაუფიქსირდათ, რის გამოც ისინი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი, ნარგიზ ჯინჭარაძე ამბობს,  რომ სკოლაში კოვიდი ერთ მასწავლებელს და მოსწავლეს დაუფიქსირდა. პედაგოგი ბათუმის კოვიდ მიმღებ კლინიკაში მკურნალობს, რაც შეეხება მოსწავლეს ის მკურნალობის კურსს სახლში გადის.

რაც შეეხება, მე-6 საჯარო სკოლას. აქ კორონავირუსი მე-5 კლასის ერთ მოსწავლეს დაუდგინდა. როგორც სკოლის დირექტორი ნანა შამილიშვილი ამბობს, გასულ დღეებში კოვიდი სკოლის 2 პედაგოგსაც დაუდასტურდა.

 ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღში,  კორონავირუსი 3 აღმზრდელს და ბაღის ხელმძღვანელს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ ერთ-ერთი აღსაზღდელია. შემთხვევების გამო ბაღი 2 კვირით დაიხურა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გამო ჯამში სულ 8 საჯარო სკოლაა დახურული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში