აქცია მუნიციპალური ტრანსპორტის მოთხოვნით

10 აპრილი 2021, 15:20 513 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების მკვიდრებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, სოფელს წლებია მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება და ადგილობრივებს პენსიის ასაღებად, მედიკამენტების შესაძენად თუ პროდუქტის მოსამარაგებლად ქობულეთამდე რამდენიმეკილომეტრიანი გზის გავლა ფეხით უწევთ.სოფელში 300-მდე ოჯახია და მათი განცხადებით, უმრავლესობას არც ავტომობილი ჰყავს და აღარც იმის საშუალება აქვთ, რომ ტაქსი დაიქირავონ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში