7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ყველა სხვა ადმინისტრაციულ შენობაზე.მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.