ენგურში დაღუპულის გადასვენება

08 აპრილი 2021, 20:05 1102 ნახვა

მდინარე ენგურში დაღუპულთაგან ორის ცხედარი გალშია გადასვენებული. 60 წლამდე თამაზ ბასლანძის ცხედარი ოკუპირებულ გალში, ენგურის ხიდიდან გადაასვენეს.

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში თამაზ ბასლანძის მხოლოდ ერთი ნათესავი ახერხებს გადასვლას, რადგან სხვა ახლობლებს ოკუპირებულ გალში გადასვლის და მიცვალებულისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა არ აქვთ. გალშია გადასვენებული 30 წლის თამარ ცატავაც. კიდევ ორ გარდაცვლილს, ცოლ-ქმარს ზუგდიდიდან გალის რაიონში სავარაუდოდ უკვე ხვალ გადაასვენებენ.

გუშინ, ე.წ. საზღვრისპირა სოფელში საოკუპაციო ხაზთან მდინარე ენგურმა ერთ-ერთი მათგანის ცხედარი გამორიყა, ორი კი მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს, მეოთხე გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი კი მაშველებმა სოფელ ორსანტიაში იპოვეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი