უსაფრთხო რესტორნები კოვიდ-აცრილებისთვის

07 აპრილი 2021, 20:05 381 ნახვა

საქართველოში შესაძლოა ე.წ უსაფრთხო რესტორნის, ღამის კლუბისა და სასტუმროს სტატუსის მქონე  სერვისები შეიქმნას.  ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის მუშაობის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. 

ნათია თურნავამ მედიასთან განმარტა, რომ იმისათვის, რათა კერძო სექტორს  ეპიდვითარების გაუარესების გამო  ხელახალი შეზღუდვები არ დაუწესდეს, მთავრობა სხვა ქვეყნების მსგავსად, ე.წ. უსაფრთხო ადგილების შექმნაზე მუშაობს. ეს გადაწვეტილება  კი მიმზიდველი უნდა იყოს როგორც ადგილობრივი,  ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.

ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს კვების ობიექტებში შევიდა და გაიგო მათი მოსაზრება აღნიშნულ იდეასთან დაკავშირებით. რესტორნების ადმინისტრაციის ნაწილი მიიჩნევს,  რომ  ვაცქინირებული სტუმრების მიღება მეტ უსაფრთხოებას უკავშირდება და  ვირუსის გადადების საფრთხეც ნაკლები იქნება.

თუმცა ზოგიერთ ობიექტში გვითხრეს, რომ ეს დისკრიმინაციული მიდგომა იქნება და სახელმწიფომ მათ არჩევანის საშუალება უნდა მისცეს.   

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში