საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია. აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს"- წერია ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
საქართველოს პრეზიდენტს მასთან კონტაქტი სამი დღის წინ, ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვის ცერემონიაზე ჰქონდა.