კრემლის განცხადება

05 აპრილი 2021, 17:30 943 ნახვა

რუსეთის არმიის ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება სხვა ქვეყნების შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რუსეთის არმია რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებებით გადაადგილდება, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.  რუსეთი საფრთხეს არცერთი სახელმწიფოსთვის არ წარმოადგენს, მათ შორის უკრაინისთვის, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პირველ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების მობილიზებას ახდენს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში