თავდაცვის მინისტრმა აჭარაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

04 აპრილი 2021, 15:15 738 ნახვა

თავდაცვის მინისტრი აჭარაში იმყოფება.ჯუანშერ ბურჭულაძე რეგიონში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბატალიონის ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ბაზაზე ამჟამად არსებული სასადილოს კაპიტალური რემონტი და გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში ბაზის ტერიტორიაზე უკვე გარემონტდა სპორტული დარბაზი, რომელიც უახლესი სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი, ასევე, მოეწყო სველი წერტილები. ამ ეტაპზე სტადიონის კეთილმოწყობა და ბალახის საფარის დაგება მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში