მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ანზორ ერქომაიშვილი საზოგადოებამ ტაშით გააცილა. ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. მას გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი 7 ქართული ხალხური სიმღერა. დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.