ექსპერტთა ჯგუფი გელათის სახურავის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლის

03 აპრილი 2021, 18:10 625 ნახვა

გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის.- გადაწყვეტილება კულტურის სამინისტრომ მიიღო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს.

ასევე იუნესკოსთან სრულფასოვანი კომუნიკაცია აწარმოოს და საქართველოში მოიწვიოს სპეციალიზებული ექსპერტები , რომლებიც ქვეყანას  არ ჰყავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი