დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

02 აპრილი 2021, 20:05 1109 ნახვა

დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა მონასტრიდან მისი და კიდევ ერთი მონაზვნის გარიცხვის თაობაზე მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

დედა სოსანას  ინფორმაციით, მონასტრიდან გარიცხვის გადაწყვეტილების გამო, ის და კიდევ ერთი მონაზონი წუხელ, წვიმიან ამინდში ქუჩაში დატოვეს და ტაძრის კარი არ გაუღეს. მისივე თქმით, მას მეუფე სტეფანე ბრალს სდებს, რომ პატრიარქს წირვაში არ იხსენიებს, რაზეც განმარტავს, რომ მას წირვის ჩატარების უფლება არ აქვს, ხოლო პატრიარქს საჯანმრთელო ლოცვებში ტიტულის გარეშე იხსენიებს.

მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი