პროტესტი საქართველოში პოზნერის ვიზიტის და იუბილის აღნიშვნის გამო

01 აპრილი 2021, 11:46 922 ნახვა

თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოსულ ცნობილ რუსს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს, რომელსაც ეკუთვნის განცხადება, რომ "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" საქართველოს დატოვება სამოქალაქო აქტივისტებმა აიძულეს. სასტუმრო, სადაც რუსი ჟურნალისტი 50-მდე  სტუმართან ერთად მივიდა და ვახშმობას გეგმავდა, საბოლოოდ ხმაურის ფონზე დატოვა. მას გეგმები ქართველმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიონერმა პოლიტიკოსებმა შეუცვალეს. მას ერთი სასტუმროდან მეორეში მოუწია გადასვლა, ქეიფის დროს  აქტივისტებმა შუქიც  ჩაუქრეს და შენობას, სადაც ის იმყოფებოდა კვერცხებიც ესროლეს.  მან საბოლოოდ  სამი დღის ნაცვლად მხოლოდ რამდენიმე საათი მოახერხა  თბილისში ყოფნა, ისიც ხმაურის, პროტესტისა და შეძახილების ფონზე. აეროპორტამდე მისასვლელად კი პოლიციელების დახმარება დასჭირდა. აქტივისტები ამბობენ, რომ ეს იყო ე-წ-ლი გავრილოვის ღამის შემდეგ კიდევ ერთი პროტესტი პოზნერის მისამართით. 31 მარტის ღამის ქრონიკა რეპორტაჟში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი