შეთანხმება ვერ შედგა - მხარეებმა დანიელსონის შეთავაზება არ მიიღეს

31 მარტი 2021, 12:38 864 ნახვა

მედიატორის მიერ წარდგენილი შეთანხმების პროექტი ვადამდელი არჩევნების საკითხს არ მოიცავდა, რაც ოპოზიციის განცხადებით, მათთვის არ იყო მისაღები. გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციისთვის არც ერთი ხედვა არ იქნება მისაღები, რომელიც არ ამოწურავს პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემებს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქართველომ დაკარგა შესაძლებლობა პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების გზით გაეკაფა გზა ქვეყნის მომავლისთვის ევროკავშირსა და ნატოში. მათი განმარტებით, „ქართული ოცნება არ აღმოჩნდა მზად, მათ შორის იმ პუნქტებზე ხელმოსაწერად, რომლებიც ოპონენტების მხრიდან სრულიად მისაღები იქნებოდა როგორც ნაწილი შეთანხმების”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი