ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეორე და პირველ საჯარო სკოლებში სკოლის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ორივე შემთხვევაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებით აღნიშნული კლასები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მიმდინარეობს საკლასო ოთახის დეზინფექცია.
ქობულეთის რესურსცენტრში განმარტავენ, რომ ჯამში ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სამი საჯარო სკოლის ცალკეული კლასები გადასულია დისტანციურ სწავლების მოდელზე, ერთი საჯარო სკოლა კი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.