საელჩო ახალი რეგულაციების შესახებ თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

30 მარტი 2021, 10:41 761 ნახვა

საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების შესახებ აფრთხილებს.

რამდენიმე ქალაქში შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა იკრძალება. 

''თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ამსახველ რუკაზე წითლად მონიშნულ, მაღალი რისკის მქონე ქალაქებში, კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა. 

მოქალაქეებს, ასევე გადაადგილება ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში, 21:00-05:00 საათებში'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

საელჩო ცხელი ხაზის ნომრებსაც აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები დამატებით ინფორმაციას მიიღბენ:

1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი