კულტურის სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით პირველადი გადაწყვეტილებები მიიღეს. სახურავის მოწყობის ტექნოლოგიაზე კვლევა ჩატარდება, უკვე დაგებული კრამიტიდან ნიმუშებს აიღებენ ექსპერტიზისთვის.
შეხვედრისას, რომელშიც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, აღინიშნა, რომ ძეგლზე გამოყენებული ე.წ. თეთრი კრამიტი ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს და ძირითადი ტაძრის სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.