''ქართული ოცნების'' წევრები დღეს ორჯერ შეხვდნენ ქრისტიან დანიელსონს. მანამდე კი პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც სავარაუდოდ, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გუნდის სხვა წევრებს შვედი მედიატორის მიერ შეთავაზებული წინადადებები გააცნეს.
სამ საათზე იყო ჩანიშნული შეხვედრა ოპოზიციასა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს შორის, თუმცა 7 საათისთვის გადაიდო.