„ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პოლიტპატიმრები არ არსებობენ“ - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ დათმობაზე უკვე წავიდა. როგორც განცხადებებიდან ჩანს, არც ოპოზიცია აპირებს დათმობაზე წასვლას და შვედ დიპლომატთან აუდიენციაზე ორივე მხარე უცვლელი პოზიციით შედის. ქრისტიან დანიელსონი ამბობს, რომ აქვს პარტიებისთვის შესათავაზებელი წინადადებები, თუმცა, განმარტავს, რომ კომპრომისი პოლიტიკოსებმა თავად უნდა გამონახონ. ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერს, პრეზიდენტს, ახლა კი იწყება შეხვედრა ოპოზიციასთან. რა მოლოდინი აქვთ მხარეებს.