ბათუმის მე-14 სკოლა დროებით დაიხურა, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ხელვაჩაურის მეორე ბაღში 

29 მარტი 2021, 10:36 2489 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბათუმის მე-14 სკოლა დროებით დაიხურა. ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა მეორე სკოლასა და ხელვაჩაურის მეორე ბაღში. ასევე ქობულეთში, სოფელ ლეღვას საჯარო სკოლა ონლაინსწავლებაზე გადავიდა. კოვიდი მასწავლებელსა და მოსწავლეს დაუდგინდა. რესურსცენტრის დირექტორი, მადონა გოგიტიძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სკოლის ორი კვირით დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მე-14 სკოლაში კოვიდი დაუდასტურდა დირექტორსა და მოადგილეს. რამდენიმე დღის წინ კი დაწყებითი კლასის პედაგოგსა და მოსწავლეს. 

რაც შეეხება პირველ სკოლას, ინფიცირებულია პირველი კლასის მოსწავლე. აღნიშნული ჯგუფი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად ისწავლის.

კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა ხელვაჩაურის მეორე ბაღში. ერთი ჯგუფი დროებით დაიხურა. 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ონლაინსწავლებაზეა გადასული 13 კლასი და დახურულია ორი სკოლა. 

 

 

ფოტო: ''გირია ნიუსი''

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი