გზის გაწმენდითი სამუშაოები აჭარის სოფლებში

28 მარტი 2021, 18:10 771 ნახვა

აჭარაში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე დასრულდა და მოძრაობა აღდგენილია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, ხულოს მუნიციპალიტეტში ღორჯომი-ლაბეიძეების უბანის და ჩაოს გზის, შუახევის მუნიციპალიტეტში ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების  და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ქობულეთი-ჭახათი-ცხემვლანა, ჭახათი-ნათაბიარის საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

გაწმენდითი სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების მიმართულებით გრძელდება. დღის ბოლომდე აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში